ღონისძიების შესახებ
ყურადღება!
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სპეციალური საჭიროების მქონდე პირთათვის. დელფინთან ცურვის ჯგუფური და ინდივიდუალური პროგრამები ერთმანეთისგან განსხვავდება უსაფრთხოების მართვის სტანდარტებით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური საჭიროების მქონე პირების მომსახურეობა დაიგეგმოს წინასწარ. შესაბამისად აუცილებელია ადმინისტრაციასთან წინასწარი კომუნიკაცია, სატელეფონო კონსულტაცია და ვიზიტორის საჭიროებების წინასწარი გაცნობა, რათა სწორად განისაზღვროს შესაბამისი მომსახურება.
დელფინთან ინდივიდუალური ცურვის დასაგეგმად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შესაბამის სამსახურს: +995 0422 221 730; +995 595 335 861
ჯგუფური ინტერაქტივი:
ბათუმის დელფინარიუმი გთავაზობთ ჯგუფურ ინტერაქტივს, რომლის ფარგლებშიც შეძლებთ დელფინებთან ერთად ცურვას გამოცდილ ინსტრუქტორებთან ერთად. ინტერაქტივი გრძელდება 15 წუთის განმავლობაში და ბევრისთვის სასიამოვნო და ემოციურად დადებითი გამოცდილებაა.
დელფინებთან ახლო კონტაქტი ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ ზღვის ცხოველების ბუნებასა და ქცევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ბავშვებისთვის.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დელფინებთან ცურვისას აუცილებელია მკაცრად განსაზღვრული წესების დაცვა, რომელთა დარღვევის შემთხვევაში გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.

-8d23e1915f9b1bcfa764711b21696b68.jpg)
