ღონისძიების შესახებ
ბათუმის დელფინარიუმი გთავაზობთ ჯგუფურ ინტერაქტივს, რომლის ფარგლებშიც შეძლებთ დელფინებთან ერთად ცურვას გამოცდილ ინსტრუქტორებთან ერთად.
ინტერაქტივი გრძელდება 15 წუთის განმავლობაში და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. დელფინების ხმა, მოძრაობა და გარემო ქმნის უსაფრთხო, მეგობრულ ატმოსფეროს, რაც ამცირებს სტრესს და აძლიერებს პოზიტიურ ემოციებს.
დელფინებთან ახლო კონტაქტი ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ ზღვის ცხოველების ბუნებასა და ქცევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ბავშვებისთვის.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დელფინებთან ცურვისას აუცილებელია წინასწარ განსაზღვრული წესების დაცვა.
