კერამიკის ვორქშოპი ბავშვებისთვის

ორგანიზატორი: ნარი კერამიკის სტუდია

კერამიკის ვორქშოპი ბავშვებისთვის

ღონისძიების შესახებ

ეძებთ აქტივობას, რომელიც თქვენს პატარას შემოქმედებით თავგადასავალში ამოგზაურებს? ნარის კერამიკის ვორქშოფი სწორედ ის ადგილია, სადაც თიხის გუნდა ბავშვის ხელში საყვარელ პერსონაჟად, ფერად ჭიქად ან ჯადოსნურ ნივთად იქცევა.

რას ვაკეთებთ ვორქშოფზე?

ჩვენთან არ არსებობს ჩარჩოები – ბავშვები თავად ირჩევენ, რისი შექმნა სურთ! პროცესი ორ საინტერესო ეტაპს მოიცავს:

  1. ძერწვა: პროფესიონალი კერამიკოსის დახმარებით, ბავშვები გაეცნობიან თიხასთან მუშაობის ტექნიკებს და გამოძერწავენ სასურველ ნივთებს.
  2. მოხატვა: შექმნილი ნამუშევრებს ბავშვები იქვე მოხატავენ სპეციალური კერამიკული საღებავებით და საკუთარი ფანტაზიით.

რატომ ჩვენი ვორქშოფი?

  1. შემოქმედებითი თავისუფლება: ჩვენ არ ვზღუდავთ ბავშვების ფანტაზიას.
  2. უნარების განვითარება: მუშაობა ხელს უწყობს ნატიფი მოტორიკის, კონცენტრაციისა და თვითგამოხატვის განვითარებას.

ვორკშოფის დასრულებიდან დაახლოებით 2 კვირაში (გამოწვის შემდეგ), თქვენ მიიღებთ მზა, გამძლე კერამიკულ ნამუშევარს, რომელიც ბავშვის სანუკვარ ნივთად იქცევა.

Facebook: www.facebook.com/nariceramicstudio

Instagram: www.instagram.com/nari_ceramicstudio

Location: maps.app.goo.gl/zzVTswEJ5t7LqxcQA

ორგანიზატორი

ნარი კერამიკის სტუდია

თბილისი, ივანე ჯავახიშვილის N9